კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ინტეპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის მოწვევა ფრაქცია "ქართული ოცნების" საერთო მოსაზრება იყო, ხოლო განხილვის საგანს "საერთო ურთიერთობები და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები" წარმოადგენდა.
"შევთანხმდით, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა გუნდის მიმართ არის პერმანენტული. ასევე დაფიქსირდა საერთო მოსაზრება, რომ მოსაზიდია საკადრო რესურსი",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დაასახელეს.