თამაზ ურთმელიძემ

თამაზ ურთმელიძემ "რუსთავის 2"-ის საქმეზე აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავის 2"-ის საქმეზე თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვდნენ.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობას ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტები დაურთო, რომელშიც თამაზ ურთმელიძის დედის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი.

ამასთან, მოპასუხე მხარემ სიუჟეტების გარდა, სასამართლოში წარადგინა იუსტიცის მინისტრის თეა წულუკიანისა და მანანა კობახიძის განცხადებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

მოპასუხე მხარის პოზიცაა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არის მიკერძოებული და მან თავი ამ საქმიდან უნდა აიცილოს. ამასთან, მოპასუხე მხარემ შუამდგომლობა დაურთო თამაზ ურთმელიძის მეუღლის, გურანდა გურგენიძის ფეისბუქზე გაკეთებული პოსტები, სადაც იგი "რუსთავი 2"-ის მიმართ კრიტიკულია. მათ შორის, ერთ-ერთი პოსტის მიხედვით, გურანდა გურგენიძეს გაზიარებული აქვს ნიკა გვარამიას ინტერვიუ, რომელზეც წერს, რომ გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ეს გამოსვლა დახვეწილი არამზადის გამოსვლას ჰგავს.

მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან ქიბარ ხალვაშის ადვოკატები.