"როსსელხოზნადზორის" ინფორმაციით, 35 ტონა ქართული ყურძნის შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ მიმწოდებლების მიერ დარღვეული იყო შენახვის და მოხმარების წესები, რამაც პროდუქციის რეალიზების აკრძალვა გამოიწვია.
"როსსელხოზნადზორის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევები ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კანონმდებლობას და ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანებულებას, რომელიც პროდუქციის შენახვა-გადაზიდვას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას და გამოყენებას და ფიტოსანიტარული ნორმების საერთაშორისო სტანდარტის დარღვევას ეხება.
უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ყუთებზე, სადაც ჩალაგებული იყო ყურძენი, ან საერთოდ არ იყო, ან სხვადასხვა ეტიკეტით იყო მარკირება გაკეთებული, სადაც მწარმოებელი ქვეყნისა და ექსპორტის შესახებ ინფორმაცია განსხვავდებოდა.
დოკუმენტების, პროდუქციისა და სატრანსპორტო საშუალების შემოწმების შედეგად, უწყებამ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ყურძნის აღნიშნული პარტიის გაყიდვა აეკრძალათ.