პატრიარქმა მრევლს საქართველოს ტაძრებში 24 საათიანი ლოცვის კურთხევა მისცა

პატრიარქმა მრევლს საქართველოს ტაძრებში 24 საათიანი ლოცვის კურთხევა მისცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორმე მრევლს მისცა კურთხევა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში, 24 საათიანი ლოცვა დაწესდეს.

როგორც ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა, საქართველო ისტორიულად თავისი დიდი ლოცვებით გამოირჩეოდა.

"შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ აღვადგინეთ უძველესი წესი - შვიდგზის ლოცვა. დღეში შვიდჯერ ლოციულობდა ჯერ კიდევ დავით მეფე, ისრაელის ფსალმუნთა დამწერელი. დღეს მე მინდა მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ საქართველოში და, განსაკუთრებით, სვეტიცხოველში დაწესდეს 24 საათიანი ლოცვა. ყველა ადამიანს დღე და ღამე ექნება საშუალება, რომ შემოვიდეს სვეტიცხოველში და შეასრულოს ლოცვა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვები", - ბრძანა უწმინდესმა.