სირიის არმია ქალაქ ალეპოში მასშტაბური ოპერაციისთვის ემზადება. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას ათასობით ირანელი სამხედრო და ლიბანური მოძრაობა "ჰეზბოლას" ელიტური ქვედანაყოფები მიიღებენ. საჰაერო მხარდაჭერას კი რუსული ავიაცია უზრუნვლყოფს.
ამჟამად სირიაში სამხედრო ოპერაციისთვის მასშტაბური მზადება მიმდინარეობს, დაწყებულია ჯარის მობილიზაცია.