ფეხბურთელ გივი კვარაცხელია იმედოვნებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ლევან კობიაშვილი გაიმარჯვებს.
როგორც კვარაცხელიამ "პირველი TV"-ს პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ის პირდაპირ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ არჩევნებში მხარს ლევან კობიაშვილს უჭერს.
"იმედია ლევან კობიაშვილი გაიმარჯვებს. სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არ ეშველება. არაფერს არ ვმალავ, მე პირდაპირ ვუჭერ მხარს ლევან კობიაშვილს. ფეხბურთს უნდა ახალი სისხლი და ლევან კობიაშვილის სახით ქართულ ფეხბურთს კარგი მომავალი ელის", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. როგორც ცნობილია ხმის მიცემის უფლების მქონე დელეგატები ერთ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და მათ გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.