საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის მითითებით ხორციელდება.
როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დღეს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს. "შეტევა არის მიმართული არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის, საქართველოს თავისუფლების და მომავლის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი პირადი მითითებით არის გაკეთებული ყველა ის ქმედება, რომელიც იყო განხორციელებლი "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ. ხელისუფლება, რომელიც მიდის ამ ნაბიჯზე, ხელისუფლება, რომელიც მიდის თავისუფლი მედიის წინააღდეგ, არის განწირული დამარცხებისთვის. დღეს ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ყველა ის მოქალაქე, რომელიც გამოვა "რუსთავი 2"-ის დასაცავად, რეალურად გამოვა საქართველოს თავისუფლების დასაცავად", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.