„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან“

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ მაუწყებლობის შეწყვეტასთან“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით, რომელიც ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დაყადაღებას ეხება, "რუსთავი 2" დახურა.

მისი თქმით, გადაკეტილია ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ტელევიზია ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდა.

„გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყი საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით, მან თავისი გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დახურა. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან. ჩვენ გადაკეტილი გვაქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში ვიყენებდით“, - განაცხადა გვარამიამ.