იენს სტოლტენბერგი რუსეთს კონსტრუქციული ქმედებებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

იენს სტოლტენბერგი რუსეთს კონსტრუქციული ქმედებებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნებისმიერი სამხედრო ქმედება არ უნდა დაუპირისპირდეს სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებულ კოალიციას.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთი არ ეცადა თავიდან აეცილებინა სირიაში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების დროს, კოალიციის ჯარებთან დაპირისპირება და მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, კონსტრუქციული როლი ითამაშოს და ითანამშრომლოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამოც, რომ რუსეთის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული ავიადარტყმები განხორციელდა იმ რაიონში, სადაც არ არსებობს „ისლამური სახლემწიფოს“ პოზიციები.

„ძალიან შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმები არ განხორციელდა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების მიმართულებით. რუსეთის მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, რომ თავიდან აეცილებინათ რუსული ავიადარტყმები, კოალიციის მიერ ჩატარებულ ოპერაციასთან კონფლიქტი. ნებისმიერი სამხედრო ქმედება არ უნდა დაუპირისპირდეს სირიაში, აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებულ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.