საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის 3-წლიანი პერიოდის შეფასებისგან თავი შეიკავა.
როდესაც მას მედიის წარმომადგენლებმა გასული 3 წლის შეფასება სთხოვეს, უსუფაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი იუმორით გასცა.
„უკვე? რას ბრძანებთ?! მე გუშინ მეგონა. გილოცავთ ამ ამბავს და კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ“, - აღნიშნა უსუფაშილმა.