პირველად ისტორიაში, გაეროს შტაბბინასთან პალესტინის ავტონომიის დროშა აღმართეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სექტემბერში მიიღო.
პალესტინის ავტონომიასთან ერთად, გაეროს შტაბბინის შესასვლელთან ვატიკანის დროშაც აღმართეს.
ცერემონიის დაწყებამდე გაეროში სიტყვით პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი გამოვიდა და ისრაელი აგრესიაში დაადანაშაულა. მან ასევე, მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას, დაიცვას პალესტინელები და დაასრულოს ისრაელის "ოკუპაცია".
პალესტინის ავტონომიამ გაეროში დამკვირვებლის სტატუსი 2012 წლის ნოემბერში მიიღო. ორგანიზაციაში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს თანმობაა საჭირო, თუმცა აშშ-მ არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავს ინიციატივას ვეტოს დაადებს.