ჯონ ქერი - აშშ მხარს დაუჭერს რუსეთს, თუ მისი ქმედებები რეალურად მიმართულია

ჯონ ქერი - აშშ მხარს დაუჭერს რუსეთს, თუ მისი ქმედებები რეალურად მიმართულია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ და არა ასადის რეჟიმის მხარდაჭერისკენ

აშშ მზადაა რუსეთის ქმედებებს მხარი დაუჭიროს, თუკი ის მიმართულია რეალურად "ისლამური სახელმწიფოს" და "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ორგანიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ წინააღმდეგია პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერისა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. 
მისი თქმით, აშშ მზად არის დაიწყოს სამხედრო ოპერაციების შეთანხმების პროცესი რუსეთთან მიმდინარე კვირაშივე, პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში.
"მზად ვართ, დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები კონფლიქტების დაუშვებლობის შესახებ მიმდინარე კვირას, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება", - განაცხადა ქერიმ. მისივე თქმით, ამერიკა და კოალიცია გააგრძელებს საჰაერო ოპერაციებს სირიაში, როგორც ამას აქამდე ახორციელებდნენ და ეს ავიადარტყმები, ქერის თქმით, გრძელდება.
ამ დროისთვის კი თეთრი სახელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის უკვე შედგა კონტაქტი დისკუსიების გასამართად შესაძლო კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით.