ჯონ კერიმ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა

ჯონ კერიმ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი", რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ცნობით, ლავროვმა და კერიმ სირიაში არსებული ვითარება და კონფლიქტში რუსული ავიაციის ჩართვის საკითხები განიხილეს. 
როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ჯონ კერიმ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები "კონფლიქტის მოგვარების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება".
რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. რუსულმა ავიაციამ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე პირველი ავიაიერიშები უკვე მიიტანა.