რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ის ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელზეც მათი თქმით, რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშებია ასახული, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მართვის შტაბსა და სამეთაურო პუნქტებზე განხორციელდა.
სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს ტერორისტული დაჯგუფების რვა ობიექტზე სირიის ტერიტორიაზე.
მათივე ინფორმაციით, განხორცილედა 20 გაფრენა. განადგურებულია საბრძოლო მასალების საწყობები, შეიარაღება, საწვავ-საპოხი მასალები, სამხედრო ტექნიკა. სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის ინფორმაციით, მთიან ადგილში განთავსებული "ისლამური სახელმწიფოს" მართვის პუნქტები სრულიად არის განადგურებული.