გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პირველ პირს სამუშაო სადილზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა უმასპინძლა. შეხვედრას დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველი ორგანოს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვთ მიმრთა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძლედა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ამერიკას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა "ენ დი აი"- ში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ინსტიტუტის წარმომადგენლებს, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. 
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატება და პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანწილად სწორედ, ამერიკელი პარტნიორების ურყევმა მხარდაჭერამ განაპირობა.