საქართველოს პარლამენტმა, საპარალმენტო უმრავლესობის აწ უკვე ყოფილ ლიდერ დავით საგანელიძეს, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საგანელიძეს, სამი წლის განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო, მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა. საგანელიძის ადგილს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დაიკავებს.