ქვეყნის პირველმა პირმა პირისპირ საუბარი გამართა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის პრეზიდენტ ჯონ ჰეიმრესთან და ცენტრის მრჩეველ ზბიგნევ ბრზეჟინსკისთან.
დახურული შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.
პრეზიდენტმა აქცენტი დასავლეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, აშშ-მ და ევროპამ ტრადიციული ლიდერობა ითავონ, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. დელეგაციამ აქცენტი გაამახვილა საქართველოში მიმდინარე იმ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად ახორციელებს.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ექსპერტები საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკითაც დაინტერესდნენ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად პირველი პირისგან მოისმინეს.