როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში, ქალაქ ჰოლმსის მიმდებარედ პირველი ავიადარტყმები განახორციელა.
სააგენტო სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აშშ-ს ხელისუფლებას ავიადარტყმების შესახებ მონაცემები გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით, რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო-საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.