სიბრიყვის, ღალლატის და არაადამიანურობის დემონსტრირება იყო წლების განმავლობაში საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი და ვერც ერთი საკითხი, რომელიც ამ თემებთან იყო დაკავშირებული, ვერ გადიოდა იმ დონეზე განახილველად, რომ რამე შეცვლილიყო", - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის პლნარულ სხდომაზე გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
როგორც ვოლსკიმ სხდომაზე განაცხადა, ,,ნაციონალურ მოძრაობას" ევროპარლამენტში საკმაოდ ბევრი ნაცნობი ჰყავს და ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მუქ ფერებში ხატავენ.
,,საზოგადოება თავად შეეცადა, შეეცვალა და მოსულიყო ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ დასდევს, არ აწამებს, არ კლავს, არ იპარავს ბიუჯეტის თანხებს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხია, როგორ წარმოაჩენს მიმდინარე მოვლენებს და პროცესებზე ინფორმაციას საქართველოს დელეგაცია საპარლამენტო ანსამბლეის სხდომებზე. მისი აღმატებულესობა, ასეთი ირონიული ნათქვამი თეა წულუკიანზე არავითარ ღირსებას არ მატებს განმცხადებელს. სტრატეგიული, ჩამოყალიბებული გეგმა არსებობს და ამ გეგმის თაობაზე თუ შეხვდება ჩვენ დელეგაცია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ეს არ ნიშნავს დესანტს. ამ დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი სანაცნობო წრე ჰყავთ. თუ ვინმეს აქვს სასაუბრო რამეზე ყველას ექნება ასპარეზი. მაგრამ სურათი ხომ უნდა გამუქდეს. თითქოსდა ჩვენ ისეთი მეამიტები ვართ, რომ ევროპელებს ერთი ჩასვლით და გასაუბრებით შევუცვალოთ დამოკიდებულებას. მათ კარგად იციან, რა დამოკიდებულება იყო მათ მიმართ სულ რამოდენიმე ხნის წინ და რა მდგომარეობაა დღეს. სწორედ ამას აღწერს არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია. არის თუ არა არის ნაკლოვანებები მართვაში? იმ საკითხების რეალიზაციაში, რასაც ქვია სტანდარტი. რა თქმა უნდა არის. მახსოვს ერთხელ დაიწყო ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება დაძაბულიყო და დავუთმეთ რუსეთს ტერიტორია. დღეს ეს ტერიტორია ოკუპაციაშია და ახლა კიდევ ახალი შემოტევა აქვთ. თითქოს მოღონიერებულად იგრძნეს თავი. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება შეიძლება დავარქვათ ამას ყველაფერს. ამ ფორმატის საუბარი ქვეყნის სასიკეთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ამას შეცვლის. მაგრამ დღეს დღეობით ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ქურდს ქურდი უნდა დაერქვას, ბოროტმოქმედს - ბოროტმოქმედი", -განაცხადა გია ვოლსკიმ სიტყვით გამოსვლისას.