ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს საბატალიონო სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული სააგენტო "ტასი", რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულზე - სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მანევრებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფები მონაწილეობენ. სწავლება ნაგვალოუს პოლიგონზე მიმდინარეობს და მასში რუსეთის 600-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
"სწავლებაში მონაწილეობს 600-მდე სამხედრო და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის 100-ზე მეტი ერთეული", - აცხადებენ სამხრეთის სამხედრო ოლქში.