რუსეთში აშშ-ის საელჩო სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, ნიუ იორკში გამართულ შეხვედრაზე ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში საერთო ინტერესები აქვს.
"ისინი შეთანხმდნენ, რომ არსებობს ურთიერთობის საჭიროება ჩვენს სამხედროებს შორის", - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა უილიამ სიტვენსმა.