უეფა საქართველოში დამკვირვებლებს გზავნის

უეფა საქართველოში დამკვირვებლებს გზავნის

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თბილისში 2 დამკვირვებელს გზავნის.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, 30-მდე ქართული კლუბისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წერილი გახდა. წერილში უეფა ასევე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, 2015 წლის 3 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესი, წარიმართოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არსებული წესდების დაცვით.  

„რამდენადაც უეფა-ს ძალაუფლება, ჩაერიოს ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში  არის შეზღუდული - როგორც წესი - უეფა ვარაუდობს, რომ ორგანიზაციის წევრი ასოციაციები მსგავსი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პატივს სცემენ რელევანტურ საკანონმდებლო ჩარჩოს (მათ შორის შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობას).

3. წინასაარჩევნო პროცესში გამჭვირვალობისა და სამართლიანობის არ არსებობის თაობაზე  გამოთქმული პრობლემატიკის გათვალისწინებით (რომელიცაღწერილია ორ თანდართულ წერილში), უეფა-ს ადმინისტრაციიდან ორი წარმომადგენელი (დავით პეტრიაშვილი, უეფა-ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი და მე) ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობამდე ორი დღით ადრე ვეწვევით საქართველოს, რათა: 

თანდართულ ორ წერილში მოყვანილი სხვადასხვა საკითხები  განვიხილოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან (მათ შორის კანდიდატებთან);

შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოთ, რომ სარჩევნო პროცესი წარიმართოს სამართლიანად დ ადამოუკიდებლად და რომ ყველა კანდიდატს მიეცეს პრეზიდენტად არჩევისთვის თანაბარი შესაძლებლობები; 

 თავიდან იქნას აცილებული, საარჩევნო პროცესში უეფას გამოყენება ვინმეს მიერ პირადი მიზნებისთვის.

 ჩვენ (დავითი და მე) ველით თქვენთან შეხვედრას თბილისში, ხუთშაბათს“, - ნათქვამია უეფას წერილში.