რუსეთის ფედერაციის საბჭომ ვლადიმერ პუტინს უფლება მისცა, რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიაში გამოიყენოს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსმა სენატორებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს. იგეგმება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება.
2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს უფლება მისცა, რუსული ჯარი უკრაინაში გამოიყენოს.