აშშ უკრაინის მთავრობას ფინანსურ დახმარებას გაუწევს. როგორც "ინტერფაქს-უკრაინა" იტყობინება, ამის შესახებ საუბარია მემორანდუმში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 29 სექტემბერს მოაწერა ხელი.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონი 20 მილიონ დოლარს უკრაინის მთავრობას, თავდაცვისთვის, სამხედრო განათლებისა და მომზადებისთვის გადასცემს. კიდევ 1,5 მილიონ დოლარს კიევი აშშ-ის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ნებისმიერი დაწესებულებისგან არალეტალური დანიშნულების პროდუქციის შესაძენად მიიღებს.