სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა

სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის ადამიანი, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, 5 მილიონი დოლარით დაჯილდოვდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯილდო გაიცემა ისეთი ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც ხელს შეუწყობს აიკრძალოს ნავთობითა და იმ სიძველეებით ვაჭრობა, რომელსაც ფინანსური სარგებელი მოაქვს ტერორისტული დაჯგუფებისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ეს არის ბოევიკების დაფინანსების ძირითადი წყარო, რომლის მეშვეობითაც ისინი, მილიონობით დოლარს შოულობენ, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდო პირველად დააწესა. მანამდე ამერიკის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა იმ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, ვინც ტერორისტულ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული.