საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ვიზიტი შეაჯამა

გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

„გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მთვარი საკითხები, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების გაღრმვება, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეიდან სახელმწიფოს მეთაური სამუშო ვიზიტს ვაშინგტონში განაგრძობს.

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროში პოლონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე ბელგიის პრემიერ-მინისტრთან.

 გიორგი მარგველაშვილი  საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოვიდა, ფორდჰეიმის უნივერსიტეტში კი საჯარო ლექცია წაიკითხა.

ქვეყნის პირველმა პირმა ასევე, მონაწილეობა მიიღო ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში  - „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება". ხოლო, კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია, დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო  და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

დღეიდან, ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.

ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში,ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.