„იმედი მაქვს ჩვენი მოკავშრეები, ევროკავშირისა და ნატო-ს ალიანსებიდან უფრო ორგანიზებულები იქნებიან“

„იმედი მაქვს ჩვენი მოკავშრეები, ევროკავშირისა და ნატო-ს ალიანსებიდან უფრო ორგანიზებულები იქნებიან“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლა შეაფასა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებისგან რტორიკა არ შეცვლილა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პათოსი და ის ერთიანობა, რომელიც ამ გამოსვლის შედეგად, იმედი მაქვს ჩამოყალიბდება ჩვენს მოკავშირეებს შორის. ის რიტორიკა, რაც ჩვენ აქამდე მოგვისმენია, სამწუხაროდ, არ არის შეცვლილი რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებისგან, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოკავშირეები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს ალიანსებიდან, უფრო ორგანიზებულები იქნებიან და უფრო ნათლად ჩამოაყალიბებენ თავიანთ ხედავას, სწორედ რუსეთის ფედერაციის ხედვებთან მიმართებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.