იმ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებიან, აბსოლუტურად მაღალი მოტივაცია აქვთ და მზად არიან შეასრულონ ის მისია, რაც მოეთხოვებათ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განუცხადა.
"სამწუხაროდ, ვასილ ყულჯანიშვილი არის 31-ე სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაგვეღუპა ავღანეთში. ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა მოტივაციის მხრივ და ახლაც მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში მიემგზავრებიან აბსოლუტურად მაღალი მოტივაცია აქვთ და მზად არიან შეასრულონ ის მისია, რაც მოეთხოვებათ ჩვენ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში", - განაცხადა ჯოხაძემ.
მისივე თქმით, ქართველი სამხედროები შეასრულებენ სრული სპექტრის ოპერაციებს, რომელსაც აწარმოებენ ქართული ქვედანაყოფები.
"მისია გრძელდება. ეს არის პატრული, ბაზის დაცვა და პატრულირება ბაზის გარშემო. ასევე ასეული შეასრულებს ამოცანას შტაბის დაცვაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯოხაძემ.