პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის, ან უსამართლობის გადწყვეტის მექანიზმი.
მისი თქმით, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შეწყალების აუცილებლობაზე საუბრობდა.
„მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში, მაგრამე მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშნელოვან მომენტს, შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰუმანურობისა, იმ ადამიანების მიმართ ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე მანამდეც ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების ჰუმანურ ნაწილს და არაფრის დიდებით არ ვუშვებდი და არც მომავალში არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას, რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლიანობის, ან უსამართლობის გადწყვეტის საკითხები. ასე რომ, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება ჰუმანურ ფუნქციად სახელმწიფოსი და მე მინდა ეს კარგად ესმოდეთ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს, რომ შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად, ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში, ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილის ადგილი ისტორიასა და პოლიტიკაში გაიზომება იმით, შეიწყალებს თუ არა ის გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას.