საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკის, ფრანს ტიმერმანსის და ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. საღამოს მონაწილეებს სიტყვით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა მიმართეს. მათ საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ევროკავშირის როლზე გლობალურ პროცესებში ისაუბრეს.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ღონისძიების ფარგლებში, ევრპოკავშირის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი მოკლედ შეეხნენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება და ისაუბრეს უახლოეს მომავალში მათი შეხვედრის შესაძლებლობებზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ მიღებას ევროკავშირის წვერი ქვეყნების პირველი პირები, მათ შორის, ბულგარეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.