მოსკოვმა უკრაინულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები აუკრძალა. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, "როსავიაცაიმ" შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკრაინულ მხარეს უკვე აცნობა. სანქციები უკრაინული ავიაკომპანიების წინააღმდეგ 25 ოქტომბრიდან შევა ძალაში.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელება 25 სექტემბერს აუკრძალა. სანქციები დაწესდა 25 ავიაკომპანიის, მათ შორის "აეროფლოტისა" და "ტრანსაეროს" წინააღმდეგ.
ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ფრენების განხორციელების გარდა, რუსულ ავიაკომპანიებს უკრაინის გავლით სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაც აეკრძალებათ.