სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. ნარუშილოვკებზე და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
"ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ შედეგებს, თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, ან გადაცდომა იქნება სამსახურებრივი, დაისჯება შესაბამისად", - აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე, ვიდეომასალაში საუბარია მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პირდაპირ რომ გვცოდნოდა, პირდაპირ დაისჯებოდა დამნაშავე და გამოძიება აღარ დაიწყებოდა.
"კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ის ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი", - განაცხადა გომელაურმა.