საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლა ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
მისივე თქმით, გამოსვლა მოიცავდა ყველა იმ ფუნდამენტურ საკითხს, რაც დღეს მსოფლიოში სტაბილურობას და დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.
„ამერიკის პრეზდენტმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მის გამოსვლაში კარგად იყო დასმული ის პრიორიტეტები, რაც მსოფლიოს უნდა გააჩნდეს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხაზგასმული იქნა ამ პროცესში კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობა“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ამერიკის 44-ე პრეზიდენტის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესიის დებატებზე მთავრობის მეთაურთან ერთად ესწრებოდა.