რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჯერჯერობით არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც სააგენტო "ტასი" იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ჩარლი როუზისთვის მივემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია CBS და PBS-ის ეთერში გავიდა. პუტინის თქმით, მისი გადაწყვეტილება "ქვეყანასა და მსოფლიოში კონკრეტულ სიტუაციაზე" და მის განწყობაზე იქნება დამოკიდებული.
კითხვაზე, თუ როგორი ქვეყნის ნახვა სურს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ პუტინმა განცხადა: "რუსეთი ეფექტური, კონკურენტუნარიანი, მდგრადი ეკონომიკის, განვითარებული სოციალური და პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყანა უნდა იყოს".
პუტინის თქმით, რუსეთს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი ინტერესები და გავლენა მოახდინოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებზე.
ჟურნალისტთან საუბარში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი სანქციებთან გამკლავებას შეძლებს.
რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, პუტინის თქმით, მინსკის შეთანხმებების შესრულება აუცილებელია.
აშშ-ს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბარაკ ობამასთან კარგი პირადი ურთიერთობა აკავშირებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი, "უყვარს კიდეც".