ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში მდებარე ციხიდან ყველა პატიმარი გაიქცა. როგორც "ბიბისი" ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, ნგარაბას ციხე 500-ზე მეტმა პატიმარმა დატოვა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
ამასთან, ბანგიში სისხლიანი დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივი მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირების შედდეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.