საქართველოს რეიტინგი, კორუფციის კონტროლის მხრივ, 2012 წელთან შედარებით 24 ადგილით გაუმჯობესდა, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიან კვლევაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.
2012 წელს, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველოს პროცენტული მაჩვენებელი 64,1% იყო, ხოლო 2014 წელს - 75,5%-ს აღწევს.
რეიტინგში საქართველოს შემდეგ დასახელდნენ ევროკაშვირის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ალბანეთი. საქართველოს ჩამორჩებიან ასევე სომხეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.
მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა 1996-2014 წლების პერიოდს მოიცავს. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. შეფასების ინდიკატორებია - გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება; პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა; მთავრობის ეფექტიანობა; რეგულაციების ხარისხი; კანონის უზენაესობა; კორუფციის კონტროლი.