ბარაქ ობამა საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს მოკავშირეებისა და მეგობრების დაცვის პირობას დებს

ბარაქ ობამა საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს მოკავშირეებისა და მეგობრების დაცვის პირობას დებს

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ-ს გააჩნია ძალების იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას, თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში, თუკი დადგება ქვეყნის ან მოკავშირეთა დაცვის საკითხი.
"ჩვენ ქვეყანას ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები გააჩნია და არ დავაყოვნებთ ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების დაცვას ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენების გზით, როდესაც ამის საჭიროება დადგება", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესიის ფარგლებში, ზოგადპოლიტიკური დისკუსიები ოფიციალურად გაიხსნა.