რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, მის მოპირდაპირედ უკრაინის დელეგაციამ უკრაინის დაცხრილული დროშა გაშალა . ამის შესახებ "თვითერის" საკუთარ გვერდზე გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა იური სერგეევმა დაწერა.
"ჩვენი დელეგაცია ამხანაგ პუტინის გამოსვლის დროს დარბაზიდან გავიდა. აივანზე, მის წინ ილოვაისკიდან წამოღებული დროშა გაიშალა! დაე, დაინახოს!", - დაწერა სერგეევმა.
ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ ის დარბაზი დატოვა, სადაც გენერალური ასამბლეის სესია იმართება.