ვლადიმერ პუტინმა გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო ანიტერორისტული კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა

ვლადიმერ პუტინმა გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო ანიტერორისტული კოალიციის შექმნის იდეა გააჟღერა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

"გთავაზობთ, შევქმნათ ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია, ისეთი, როგორიც იყო ანტიჰიტლერული კოალიცია", - განაცხადა პუტინმა გამოსვლისას.

მისი აზრით, ამ კოალიციის მთავარი წევრები მუსლიმური ქვეყნები უნდა გახდნენ. "თავისი სისხლიანი დანაშაულებებით "ისლამური სახელმწიფო" ისლამს ბილწავს. იმას, ვინც მოტყუებით მოხვდა ტერორისტების რიგებში, უნდა დავეხმაროთ ნორმალური ცხოვრების გზის ძებნაში", - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, დევნილთა ბანაკების აშენება საჭირო აღარ იქნება, როდესაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად კოორდინაცია შეიქმნება.