ვლადიმერ პუტინის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ დარბაზი დატოვა

ვლადიმერ პუტინის გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ დარბაზი დატოვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაერო-ში, გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ დარბაზი დატოვა. ამის შესახებ "გაზეტა. რუ" წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანამდე, გაერო-ს მდგრადი განვითარების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლისას დარბაზი გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიტალი ჩურკინმა დატოვა.

რაც შეეხება პუტინის სიტყვით გამოსვლას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაერო-ში დაპირისპირება იყო ორგანიზაციის დაფუძნებიდანვე. "გაერო-ში დაპირისპირება ყოველთვის იყო 70 წლის განმავლობაში და ვეტო-ს უფლებას ყოველთვის იყენებდნენ. მას იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატებიც, დიდი ბრიტანეთიც, საფრანგეთი და ჩინეთი", - განაცხადა პუტინმა.