სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულიჯანიშვილი ავღანეთში, პატრულირების დროს მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა.