საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს პრემიერი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერპექტივები.