ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას დაესწრო.

სესია გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში გაერო-ს გენერალური მდივანი დარბაზში შეკრებილ სახელმწიფო მეთაურებს მიესალმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა.

სესიის გახსნამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.