რუს უფლებამდაცველს ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიენიჭა

რუს უფლებამდაცველს ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია მიენიჭა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებების სფეროში დაწესებული ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია რუს უფლებამდაცველს, ლუდმილა ალექსეევას მიანიჭა. შესაბამისი ინფორმაცია ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლაურეატს 60 000 ევროს ოდენობის პრემია ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, სპეციალურ ცერემონიაზე გადაეცა.

ეუთო-ს თავმჯდომარემ ან ბრასერმა ცრემონიაზე აღნიშნა, რომ ლუდმილა ალექსეევა "შთაგონების წყაროა" რუს უფლებადამცველთა მრავალი თაობისთვის. "ათწლეულების განმავლობაში მას დევნიდნენ და ემუქრებოდნენ, მან სამსახური დაკარგა და იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებების დარღვევებზე ხმამაღლა საუბარი გაეგრძელებინა. დღეს ის მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც, როგორც თავისუფლად მოაზროვნე არასამთავრობო ორგანიზაცია, ხშირად აწყდება მტრულ დამოკიდებულებას. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევების დაფიქსირებას და დაზარალებულებს დახმარებას უწევს", - განაცხადა ბრასერმა.

ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო პრემია 3 წლის წინ დაწესდა. 2013 წელს პრემია ბელორუს უფლებამდაცველ ალეს ბელიაცკის, 2014-ში კი - აზერბაიჯანელ უფლებადამცველს ანარ მამადლის მიენიჭა.