გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს

გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს.

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა  საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული, კეთილმეზობლური ურთიერთობა კვლავ დაადასტურეს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიელ კოლეგას ბრიოგ ბრენდეს შეხვდა. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა კოლეგებთან სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან, ასევე კოლეგებთან ბურუნდიდან და ტრინიდადი და ტობაგოდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრნენ.

საღამოს მონაწილეებს იაპონიის პრემიერმა მიმართა, მოგვიანებით კი საპატიო სტუმრებს შეხვდა. შინზო აბემ  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ღონისძიებაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.