"ქადაგიძეს დავურეკავ და შევთავაზებ, მოსმენა სწრაფად დაიგეგმოს"

პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში რაც შეიძლება მალე მოხდება.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის ქადაგიძეს პირადად დაურეკავს და სთხოვს, რომ მისი მოსმენა მალე დაიგეგმოს.

„როცა პროცედურულ დემოკრატიაზე ვსაუბრობ, ვცდილობ, პროცედურული დემოკრატიის შესაბამისად ვიმოქმედო. ეროვნული ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით, აბსოლიტურად სწორად ბრძანეთ, რომ ანგარიშის განხილვა გადაიდო, ჯერ მომხსენებლის არყოფნის გამო, ზოგჯერ პარლამენტში ასევე სხვა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საქმეების გამო. გპირდებით, პრესკონფერენციას დავასრულებ თუ არა, პირველი რასაც გავაკეთებ, ქადაგიძეს დავურეკავ და ჩვენს საერთო ინტერესს გადავცემ იმის თაობაზე, რომ ეს ანგარიში რაც შეიძლება მალე იქნეს მოსმენილი პარლამენტში და შევთავაზებ, რომ მოსმენა სწარაფად დაიგეგმოს. თუკი რაიმე ანგარიშია დაგეგმილი ყველა ანგრიშის მოსმენა. ამასობაში ანაგრიშების განხილვაც წინა წლებში გაგრძელებულა იმაზე მეტი ხანი ვიდრე გვინდოდა და გადასულა თვეებში. შარშან პარლამნეტის კომიტეტების ანგარიშების მოსმენაც, კი საახალწლოდ დავასრულეთ. მაშინ როდესაც სექტემბერში იყო გათვალისწინებული. დავასრულეთ არა იმიტომ, რომ არ გვინდოდა მათი უფრო ადრე დასრულება, არამედ მეტი დრო მოითხოვა და რთულია იმის განსაზღვრა როდის, რა საკითს, რა დრო დასჭირდება და როგორ განვითარდება მოვლენები”, - განაცხადა უსუფაშვილმა.