კოალიციაში საარჩევნო სიებზე მუშაობა არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, სიებზე მუშაობის დაწყება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ნელ-ნელა ეს დროც მოდის.
"ამასობაში, ქვეყანაში საარჩევნო ციებ-ცხელება რომ დაწყებულია, ამაზე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს. ბევრი ემზადება ამისათვის. კოალიციაც ემზადება. ინდივიდუალურადაც მიმდინარეობს ალბათ ამ თემის გააზრება - ვის ვინ ვისთან და როგორ წარმოუდგენია, მაგრამ კოალიციაში ჯერ საუბარი სიებსა და კანდიდატურებზე არ მიმდინარეობს", - აცხადებს დავით უსუფაშვილი.