საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბარი ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორია ნულანდმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.