ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-სა და რუსეთს სირიაში კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ სტოლტენბერგმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, კოორდინირებული ქმედებები ამერიკელ და რუს სამხედროებს შორის "ინციდენტებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვისაა" საჭირო.
იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ სირიაში რუსი სამხედროები იმყოფებიან და რუსული სამხედრო თვითმრინავები, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია განლაგებული.
სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა რუსეთს, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში "კონსტრუქციული როლი" ითამაშოს.