ნიუ-იორკში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ამის შესახებ "ლიგა.ნეტი", აშშ-ში უკრაინულ დიასპორაზე დაყრდნობით იტყობინება.
ასობით ადამიანი უკრაინის დროშებითა და ტრანსპარანტებით ხელში ნიუ- იორკში რუსეთის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბა და უკრაინაში კრემლის პოლიტიკა გააპროტესტა.
როგორც ლიგა.ნეტი იტყობინება, საპროტესტო აქციების გამართვა დღესაც იგეგმება.
უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, აქციაში სახელწოდებით "პუტინი კლავს" აშშ-ში მცხოვრები ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას.